რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "TVპირველის" დამფუძვნებლის ვატო წერეთლის დაკითხვასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოკითხვაზე დაბარებისას პოლიტიკური ნიშნით მიდგომაზე აპელირება ბოლო დროს მოდად იქცა.

ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„ჩვენ ისეთი თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ბევრი პოლიტიკური პროცესი გაუშუქებია. ბატონო ანრი, ბევრჯერ მინახავს ასეთი განცხადებები, ბევრჯერ მინახავს ხელისუფლებიდან გამქრალი ისეთი ლიდერები, თქვენ ჯერ კიდევ რომ არ ხართ იმ დონის ლიდერი. ამიტომ სანამ რაღაცების "გაპრავებას" დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით არის თუ არა პასუხისმგებელი ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე ამ პროცესებზე", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღეს, სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა მის ერთ-ერთ ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით მისი მანიპულირება.

გრიგოლია მიიჩნევს, რომ წერეთლის პროკურატურასი დაბარება ტელეკომპანია პირველს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×