რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ასათაურებს:

„გმირებო, თქვენი შვილები გაიზრდებიან და თქვენს მიერ სიამაყით ნატარებ დროშებს ჩაიბარებენ; თქვენი თავდადების ამბებსაც დაიმახსოვრებს ისტორია; მაგრამ ძაძებში შემოსილ თქვენს მშობლებს რა ვუთხრა არ ვიცი... მადლობა, რომ გმირები აღზარდეს! ამ ომს ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ", - წერს თალაკვაძე ფეისბუქზე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ომის შედეგები ციფრებში ასეთია: 400-ზე მეტი დაღუპული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×