რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) ფოტოზე გოგო წითელი ვარდით ლიზია. დღეს მას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლეს. პატარა გოგო მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა.

პატარა გოგოს შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ელზა ჯაფოშვილი წერს:

„მისი მამა 22 წლის ასაკში, 2008 წლის აგვისტოში ფოთის დაბომბვის დროს დაჭრილი ზვიად ბარბაქაძე ექიმებს ეხვეწებოდა - გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო. ლიზი დაიბადა, სიცოცხლე გრძელდება. ლიზის ძარღვებში ოსური სისხლიც არის. გარდაცვლილი გმირის დედა წარმოშობით ოსია.

ამ ომში დროებით ყველამ წავაგეთ ოკუპანტი იმპერიის გარდა! მცირე ერები იმპერიებთან ერთიანობით და ერთად დგომით იმარჯვებენ და ასეც იქნება. იმპერიები ჩნდებიან, აღზევდებიან და ქრებიან - გენი, რასაც ლიზი აგრძელებს, მხოლოდ ეს არის უწყვეტი და დაუმარცხებელი!", - წერს ელზა ჯაფოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×