რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) „ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ვარაუდობს, რომ პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს.

როგორც ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, მამის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, სამართალდამცველები მასზე მანიპულირებას შეეცდებიან.

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას", -განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×