რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის საფლავიდან 2 ვერცხლის შანდალი მოიპარეს.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ომში დაღუპული გმირის საფლავზე დღეს მისულ მის მეგობრებს სასანთლეები წაღბული დახვდათ.

"ზუსტად არ ვიცით როდის წაიღეს, მაგრამ, დღეს რომ მოვედით აქ, ეს ვერცხლის შანდლები ადგილზე არ დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ სხვა საფლავებიდანაც წაღებულია ალუმინის მასალები, როგორც ჩანს მასიურად იძარცვება საფლავები" - უთხრა "გურიის მოამებს" აგვისტოს ომის მონაწილემ და ოზურგთის საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.

მედიასაშუალების ცნობით, ოზურგეთში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭირისუფალს საფლავები გაძარცვული ხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×