რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) ხმაური იყო გუშინ საღამოს ტანას ხეობაში. სოფელ ბოშურის სამხერხაოს მუშები, რომლებიც სატვირთო მანქანით გადადგილდებოდნენ ადგილობრივ მამამაკაცს არასრუწლოვანის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ინფრომაცია qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში, კაცხა თინიკაშვილმა დაუდასტურა.

„ზემო ბოშურში ერთ-ერთი ოჯახის სიძიეა ეს ბიჭი, ბავშვთან ერთად იყო გზის პირას და ღობეს აკეთებდა. ამ დროს ამოუვლია მაღალი სიჩქარით სატვირთო მანქანას სადაც ქარხნის მუშები იდჯნდენ. კინაღამ ბავშვი გაიტანესო, ამბობენ. საყვედური მიუცია ამ ბიჭს, ასე ჩქარა რომ აიარეს და გადმოსულან მანქანიდან და უცემიათ. მალევე განიმუხტა სიტუაცია, მერე ადგილობრივებმა გააშველეს,"-გვითხრა თინიკაშვილმა.

შსს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში qartli.ge-ს განუცხადეს, დაწყებულია მოკვლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×