რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) შეკითხვა ვინ დაიწყო ომი არ საჭიროებს სხვადასხვა პასუხს. რასაკვირველია, რუსეთმა და ბუნებრივია ბევრად უფრო ადრე! ჩვენ ომს ვერ დავიწყებდით ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ საბრძოლო მოქმედებებით მოვახდინეთ ომის პროვოცირება. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, რაც იყო პროვოკაცია!" - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაზეთ „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აგვისტოს ომის თემა ჩარჩოში მოაქცია, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი მოქმედებების შეფასება ან ნებისმიერი კრიტიკა უდრის „ქვეყნის ღალატს".

„სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ "ამოსუნთქულმა" მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს! სინამდვილეში საკმაოდ ძვირი გადაიხადა საქართველომ „ამოსუნთქვაში". უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძისთვის" რუსული საფრთხე იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების საშუალებად. რეალურად კი, არავინ ისე ეფექტურად არ შეუწყო ხელი რუსულ ოკუპაციას, როგორც სააკაშვილის პროვოკაციულმა პოლიტიკამ» - აცხადებს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×