რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„შარშან თუ შარშანწინ, 8 აგვისტოს პუტინის რუსეთს შევაგინე არ მოსულაო, გინება ცუდიაო, არადა ამ დღეს სხვა არაფრის თქმა არ მინდა. გულწრფელად თქმაც არა, დაყვირება ჰოდა აღარ დავწერ მაგრამ აზრი არ შემიცვლია, არც განწყობა, არც ემოცია. პრობლემა ისაა რომ დღესაც, ისევე როგორც 11 წლის წინ, უსუსურები ვართ. რამე რომ იყოს, ისევ ისეთ გამოუვალ და სასოწარკვეთილ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. უსუსურობა და სასოწარკვეთა, და ამის გამო წარმოუდგენელი ბრაზი - ეს მახსოვს ყველაზე მძაფრად და დღესაც იქ ვართ. ისევ უტვინოდ ვცხოვრობთ, ისევ რაღაცეების და ვიღაცეების იმედი გვაქვს, ისევ სისულელეებს ვაკეთებთ ვითომ პატრიოტული მოტივებით ისევ საკუთარ ფეხებში ვისვრით და ვრჩებით ღატაკი ისევ „თავისუფალი საქართველო" გვინდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს ვერ ველევით. ისევ მონობა გვირჩევნია პასუხისმგებლობას. ისევ ვუყურებთ როგორ დადიან კოსტუმიანი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზე და მწუხარე სახით ასწორებენ „ვენოკზე" ლენტს", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×