რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) „ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს 15:00 საათზე გამოიკითხება.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის" დამფუძნებლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

„ტვ პირველის" მფლობელი პროკურატურაში გამოკითხვაზე ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა ვატო წერეთელმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×