რეზონანსი
08.08.2019

 "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ყველანაირ ფულს გამოიყენებს:

"რამდენიმე დღეში ვიტყვით ტელევიზიის სახელს. ის იქნება ბევრად უკეთესი ვარიანტი, ვიდრე იყო ,,რუსთავი 2″. სამ თვეში მისი რეიტინგი იქნება ორნიშნა რიცხვი. ვინ იმუშავებს, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ცხადია, ვინც იქნებიან. ჩემთვის 15-პროცენტიანი არხი ნიშნავს გავლენიან ტელეკომპანიას…

ყველანაირ ფულს გამოვიყენებ. ბიძა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებ ყველანაირ ფულს, გარდა სისხლიანი და ,,ფულის გათეთრებით” მიღებული ფულისა. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. ეს არის დიქტატურა", – განაცხადა გვარამიამ " კავკასიის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×