რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, მიწისზედა სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ, სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს ვაგონს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

on.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×