(რეზონანსი) თურქეთში, ქალაქ არდეშენში, 5 აგვისტოს ზღვაში დამხრჩვალი 26 წლის ლაშა მალანიას ცხედარი წუხელ საკუთარ სახლში, ჩხოროწყუს რაიონში სოფელ კირცხში გადმოასვენეს.
გუშინ მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული ბიჭის ოჯახი ხელისუფლებას სთხოვდა დახმარებას ბიჭის გადმოსვენებაში, როგორც დღეს ვრცელდება, ამ საქმეში აქტიურად ჩაერთო გადმოსვენების საკითხებში საქართველოს საკონსულო და უმოკლეს ვადებში მოხდა ლაშა მალანიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ლაშა მალანიას ოჯახი სოციალურად დაუცველია.ბიჭის დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს. ოჯახის უფროსი გარდაცვლილია, ლაშა მალანიას, დედა, ერთი ძმა და მცირეწლოვანი და ჰყავს.
"ჩამოვიდა ჩვენი ნათელი, ალალი, წესიერი, ლამაზი ბიჭი, დაბრუნდა ლაშა, სახლში,სადაც მონატრებული დედა, და-ძმა დახვდა....ალბათ როგორ ენატრებოდა აქაურობა, ცოტაც და ჩამოვალო ამბობდა თურმე, სწავლა სწყუროდა, მამა რომ მოუკვდა აკადემიური აიღო და ოჯახს არჩენდა, მთელი სოფელი ვგლოვობთ, ნაცნობ-უცნობები იწვიან ამ ოჯახის და ლაშას დედის საცოდაობით, რა გითხრათ აბა, ამოწყვეტაო რომ იტყვიან აი ესაა" -ამბობს ბიჭის ერთ-ერთი თანასოფლელი.
(ალია)