მსახიობი ლალი ბადურაშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ არსად გამოჩენილა. რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 25 მარტს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილის დაკრძალვის დღეს ლალი ბადურაშვილმა გონება დაკარგა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მსახიობმა კიდევ ორჯერ დაკავრგა გონება.
"რა უნდა ვთქვა. ამ ტრაგედიასთან შეგუება არ არსებობს. სანამ გავძლებ, ვიქნები. სამჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. გონებას ვკარგავ, გვერდში სითხე მიდგება. გულიკო ჩაფიძემ დამაწვინა ცოტა ხანი, თავი მოიკლა, უნდა დაწვეო. ელდარ შენგელაია და მისი მეუღლე, ნელი სულ მირეკავდნენ. მათ შვილი ჰყავთ დაღუპული, უკვე დიდი დრო გავიდა და მეუბნებოდნენ, არავინ მოგატყუოს, რომ შვილის სიკვდილთან შეგუება არსებობსო.
ვერსად გავდივარ, მით უმეტეს, მარტო. კონტაქტიც არ შემიძლია. გადასხმებზე თუ გავალ მხოლოდ. ჯერჯერობით არ გამომდის ფაქტის შეგუება, სანამ გავძლებ, გავძლებ.
წარმოიდგინეთ, ერთხელაც არ დამსიზმრებია ერეკლე, არადა, ისე მინდა… ნინის ორმოცი დღის მანძილზე ყოველ დღე ესიზმრებოდა და არბოდა სასაფლაოზე", – უთხრა "პრიამტაიმს" ლალი ბადურაშვილი.
ფილმი, რომლის გადაღებაც ერეკლემ ბოლომდე ვერ მოსწრო, უკვე დასრულებულია. ეს არის კოპროდუქცია „ხიდი“, რომელსაც თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ფილმში მთავარ როლს ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი ემრე კიზილიმრაკი თამაშობენ. როგორც ლალი ბადურაშვილი ამბობს, ფილმის პრემიერა სავარაუდოდ ოქტომბერში შედგება.