რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი „პრაიმტაიმთან" იხსენებს აგვისტოს ომს მის ცხოვრებაში. ის ქედს იხრის ყველა გმირის წინაშე და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.

ბასა ფოცხიშვილი: - წინა ღამეს დავბრუნდი ნიდერლანდებიდან. დილით დედა შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, ომი დაიწყოო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნიდან მთავაზობდნენ წასვლას, ჩვენი ოჯახის არც ერთ წევრს საქართველო არ დაუტოვებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს უცხოელ მეგობარს, კოლეგას და უბრალოდ ნაცნობსაც კი, რომლებმაც საოცარი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა მაშინ ომის დროს...

ჩემი თანადგომა მინდა გამოვუცხადო ყველა დაღუპულის ოჯახს. ყოველი მათგანი საქართველოს ეროვნული გმირია. ქედს ვუხრი აგვისტოს ომში საქართველოსთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს. ამაყი ვარ მათი ვაჟკაცობის, გმირობის, თავგანწირვის გამო. ჩვენი დიდი მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა მათ და იმედი, რომ ჩვენ ჩვენს დაკარგულ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×