რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში", - ამის შესახებ განცხადებას „თავისუფალი საქართველოს" ლიდერს კახა კუკავაა აკეთებს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 100-ით დარწმუნებული ვარ ამაში. ამისთვის საჭირო იყო, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეყვანა შეიარაღებული ძალები ცხინვალში.

რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, მას სხვა რა დასკვნა უნდა დაედო? საქმე იმაშია, ამ თემაზე გრძელდება აბსურდის თეატრი და თქვენ - ჟურნალისტებიც ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. საკითხის აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცაზე ვდავობთ და თან ყველამ ყველაფერი ვიცით.

სააკაშვილი უარყოფს თვითონ, რომ შეიარაღებული ძალები შეიყვანა ცხინვალში? უბრალოდ ის არის დემაგოგი პოლიტიკოსი, რომელიც ხან ამბობს, რომ ეს საჭირო იყო, მერე სხვანაირად იტყვის, მერე იტყვის, რომ „პუტინ ხუილო", მერე იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია. ტალიავინი ამ ლოზუნგებს ხომ არ ჩაწერდა დასკვნაში? ტალიავინს რა უნდა ჩაეწერა? ის, რომ სააკაშვილს არ შეუყვანია ჯარი ცხინვალში? ტყუილი უნდა დაეწერა? ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსებს შეგვიძლია ერთსა და იმავე ფაქტს მივცეთ სხვადასხვა შეფასება.

სააკაშვილის დემაგოგობა და ავანტიურისტობა იმაშია, რომ მას მწყობრი პოზიცია კი არ აქვს, არამედ როდის როგორ სჭირდება. ხან ამბობს, რომ ჯარის ცხინვალში შეყვანა სწორი იყო, ხან კი ამბობს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ჯარი რომ შეიყვანა ცხინვალში ეს სადავო არის? ან ცხინვალი რომ დაბომბა, ეს სადავო არის? მძინარე იყო თუ მღვიძარე ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცეცხლი რომ გაიხსნა ეს სადავო არის?", - ამბობს კუკავა „აიპრესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×