რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) თურქეთში, ქალაქ არდეშენში, ზღვაში დამხრჩვალი ჩხოროწყუს მკვიდრი, 26 წლის ლაშა მალანიას ცხედარი, წუხელ საკუთარ სახლში სოფელ კირცხში გადმოასვენეს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს" სოფელ კირცხის რწმუნებულმა ინგა ასათიანმა განუცხადა.

"აქტიურად ჩაერთო გადმოსვენების საკითხებში საქართველოს საკონსულო და უმოკლეს ვადებში მოხდა გადმოსვენება.როგორც იცით,ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებისთვის დახმარებას თხოვდა. ლაშა მალანიას ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახში ცხოვრობს დედა,ძმა,ძმისშვილები და 11 წლის და",- ამბობს იგი.

რწმუნებულის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, დაეხმარება. თუმცა, რა თანხაზეა საუბარი სოფლის რწმუნებული არ აკონკრეტებს.

26 წლის ლაშა მალანია რამდენიმე წელია თურქეთში სამუშაოდ იმყოფება. უბედური შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×