რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„სამშობლოს გამყიდველი ბოკერია ისეთი პათოსით ლაპარაკობს 2008 წლის ომზე, რომ გეგონება მაშინ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და ბოკერია გვიკრძალავდა საომარ მოქმედებას. ეს კლასიკური მოღალატე და გამყიდველი, ამავე დროს მშიშარა, რომელიც პირველი გამოიქცა გორიდან და ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს შეატოვა. მოგ...ნთ ყველა გენერალი, რომელთაც ერთი ნაკაწრიც არ ქონიათ, მოგ...ნთ მიწაზე მფოფხავი მთავარსარდალი, მოგ...ნთ ყველა მაშინდელი მინისტრი და ნაცი-პარლამენტარი, რომლებსაც თმის ღერი არ ჩამოგვსრდნიათ. საჩვენებლად გივია თარგამაძე მაინც შეგეწირათ თქვე უნამუსოებო, მაინც ცოცხალი ლეშია და სალაპარაკო მაინც გექნებოდათ-გივია შეეწირა ბრძოლასო. საზიზღრები ხართ ნაცებო, მოღალატეები და ქართველთმოძულეები, ამიტომაც გიმზადებთ ისტორია ადგილს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის გვერდით", - წერს ბრეგაძე ფეისბუქზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×