რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) „ტაბუ დაადეს თემას, წაგებული ომისა და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს", - ასე გამოეხმაურა „იმედის" ეთერში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე შოთა უტიაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებებს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „საქართველომ არათუ ამოისუნთქა, ლამის სუნთქვა გააჩერა. ეს ამოსუნთქვა იყო „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილისთვის, რამეთუ გაყალბებული არჩევნების ფონზე, მათ ლეგიტიმაცია ჰქონდათ დაბალი და ეს ვითარება მათთვის ნამდვილად იყო დამატებითი სუნთქვის საშუალება და ეს მათ გამოიყენეს".

ხუნდაძე პარალელს ავლებს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან.

„თუ პარალელს გავავლებთ, რუსეთიდან საფრთხეები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად ხელისუფლების დაბრუნებისა თუ ხელისუფლების გამყარების. მაშინ ჯარს პრაქტიკულად შემოუძღვნენ და ლეგიტიმაცია თავისთავად აიწია. ახლა ასევე იყო მოთხოვნა, სანქციების გზით მათ ისევ წარმოეჩინათ წინა პლანზე რუსეთის საფრთხე და გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა". ამავე დროს, მაშინაც ტაბუ დაადეს თემას, და წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე - ტერიტორიული თუ ადამიანური - მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს. ეს არის მათი დამოკიდებულება, და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საზოგადოების დაკვირვებითაც. მაშინ იყო დაბალი ლეგიტიმაცია, წამოწიეს ასეთი გაუაზრებელი, თუარა მოღალატეობრივი ქმედებით. 20-21 ივნისის ღამესაც აბსოლუტურად იგივე მცდელობა ჰქონდათ. მაშინ პირდაპირი იარაღით, დღეს სანქციებით - რუსეთს ისევ თავისი ზრახვები გაეტარებინა და ამ ფონზე გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა" გამოსულიყო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×