(რეზონანსი) „კიევის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის", - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ დეესკალაციისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, გამოირიცხოს უკრაინული ჯარების მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვა, „რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოყვება".
„ასევე დადასტურდა მინსკის ხელშეკრულებების თანმიმდევრული შესრულების კრიტიკული მნიშვნელობა, მათ შორის DNR და LC სპეციალური სტატუსის მინიჭების იურიდიული ასპექტები. ასევე, ამ კონტექსტში გამოიკვეთა, მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის საჭიროება, მათ შორის მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში," - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მანამდე, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან „სასწრაფოდ დაურეკა" პუტინს, დონბასში ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ.