რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, ახალ ტელევიზიას მაინც გახსნის.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, უკვე არსებობს გუნდი, რომლებიც მუშაობენ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ

„მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან, მე სად ვიქნები ამ დროს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს.

ამჯერად გვარამიამ 1-ელ აგვისტოს, მისი დაკითხვის ოქმი უნდა დაადასტუროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×