რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება პირდაპირ ახმოვანებენ კრემლისა და პუტინის გზავნილებს.

"ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი кгв-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი.

ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი, სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მომხდარში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ფეისბუქზე 9 პუნქტიან ბრალდებები გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×