(რეზონანსი) 10 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა,-აღნიშნულის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეებში ჰაერის მომატება დაახლოებით 28-დან 33 გრადუსამდე.
"აღმოსავლეთ საქართველოშიც მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. ნავარაუდებია, რომ 9-10 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია მიაღწიოს 30 -დან 35 გრადუსამდე",-ამბობს სინოპტიკოსი.
"თბილისში 30- 34 გრადუსია მოსალოდნელია 9-10 აგვისტოს. 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება ზოგან და ჰაერის ტემპერატურა 11 აგვისტოს კვლავ დაიკლებს 22-27 გრადუსამდე. რაც შეეხება ბათუმს, დღეს და ხვალ ღრუბლიანი ამინდი იქნება.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ვფიქრობთ დაახლოებით 27-29 გრადუსამდე იქნება. 9 აგვისტოს მკვეთრად მოიმატებს ტემპერატურა, შესაძლებელია 30 გრადუსსაც მიუახლოვდეს, მაგრამ 11 აგვისტოს კვლავ დაიკლებს ტემპერატურა 24 გრადუსამდე, მოსალოდნელია წვიმა.12-ში დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება წვიმა და მოსალოდნელია მთლიანად დასავლეთ საქართველოში სამხრეთიდან სითბოს შემოსვლა. 13 აგვისტოდან კი ტემპერატურა იმატებს", - განუცხადა "პირველს" დოდო გვაზავამ.