რეზონანსი
07.08.2019

 საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ 11 თვეში ანაზღაურების სახით 157 500 ლარი მიიღო.

პირველად მას ანაზღაურება ნოემბერში დაერიცხა. დარიცხული თანხა 37 500 ლარი იყო. სააგენტო განმარტავს, რომ თანხა 2,5 თვის ხელფასია.

საპენსიო სააგენტომ 11-თვიანი მუშაობის განმავლობაში 2 120 387 ლარი დახარჯა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ თეთრების სიზუსტით აითვისა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება და დასახარჯი თანხა არ დარჩენია.

დახარჯული თანხის ნახევარზე მეტი, 1 306 731 ლარი დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება იყო. გაწეული ხარჯების ხუთეულში მოხვდა ძირითადი აქტივების შეძენა (335 366 ლარი), ოფისის იჯარა (108 970 ლარი) და რეკლამის ხარჯი (105 366 ლარი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×