რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) ბრაზილიელი განგსტერი კლაუვინო და სილვა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაქცევის მცდელობისას თავი საკუთარ ქალიშვილად გაასაღა, რიო-დე-ჟანეიროს ციხის სამარტოო საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, 42 წლის ნარკომოვაჭრემ თავი მოიკლა.

3 აგვისტოს კლაუვინო და სილვამ ციხიდან გაქცევა მაშინ სცადა, როცა 19 წლის ქალიშვილი მის მოსანახულებლად მივიდა. მამამ შვილის ტანსაცმელი ჩაიცვა, სახეზე კი რეზინის ნიღაბი გაიკეთა. ციხის თანამშრომლებმა ის გასასვლელთან დააკავეს.

კლაუვინო და სილვა ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ნარკოტიკებით ვაჭრობას აკონტროლებს. ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მას 73 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×