რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ქართული მხარე ოსი ხალხის გენოციდს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ასეთი სიმამაცის გამოჩენა ქართველ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ":

„დღეს ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, რადგანაც თუ ქართული მხარე გენოციდს არ აღიარებს, არ შეიძლება რამე სახის ურთიერთობაზე საუბარი. ამისთვის მათ უნდა მოაწერონ ხელი ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმს და აღიარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს ასეთი პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური სიმამაცის გამოჩენა არ შეუძლიათ. დღევანდელ საქართველოს ამერიკა მართავს. სანამ ამერიკული ჰეგემონია გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით იქნებიან დაინტერესებულნი, ვერანაირი ურთიერთობა მათთან ვერ გვექნება. ერთადერთი ურთიერთობა, რომელიც სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთაშორისო დონეზე აქვს, ჟენევის დისკუსიებია", - აღნიშნა ბიბილოვმა.საქართველოს ცხინვალის რეგიონმა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო კონფლიქტების ფონზე გამოაცხადა. სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კრემლმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთთან ერთად ოფიციალურად აღიარა და ორივე რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარები განათავსა.

imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×