რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები ბეჟანიშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ამჟამად, ოჯახი დროებით საცხოვრებელ ფართშია მოთავსებული, სადაც ისინი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 2012 წლის სტიქიის დროს, სახლის დანგრევის გამო გადაიყვანა.

დიმიტრი ბეჟანიშვილის ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი ავარიულია.

„ჭერი და კედლები იშლება, ფანჯრებზე პოლიეთილენის პარკები გვაქვს აკრული. ნებისმიერ დროს შეიძლება შენობა დაინგრეს და შიგ მოვყვეთ" - განაცხადა ბეჟანიშვილმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განცხადებით, შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

„ჩვენ მისი შესყიდვა მოვახერხეთ. საკუთრებაში გადასაცემად, კანონი აუქციონის გამოცხადებას გვავალდებულებს, რაზეც ოჯახი უარს გვეუბნება- აცხადებს სესიაშვილი.

ბეჟანიშვილებისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემამდე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×