რეზონანსი
06.08.2019

 ირაკლი გაფრინდაშვილი სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს და კრაზანას ნაკბენის შედეგად გართულებულ მდგომარეობაზე წერს:

„1 თვის წინ კახეთში მიკბინა კრაზანამ. 1 საათში დამეწყო ალერგია, თავიდან კოღოს ნაკბენებივით გაყრის, მერე იწყება შეშუპება და მთელი სახე გისივდება. არ მიყვარს ზედმეტი პანიკა და შევეცადე გამეტარებინა, გაივლის-თქო. ჩემმა ცოლღმერთმა მაინც გამოიძახა სასწრაფო, დამარჭეს დექსამეტაზონი და სუპრასტინი , უნდა გადაგიყვანოთო გადასხმებზეო, მაგრამ არ გავყევი. ცოტა ხანში მიმეძინასავით და დამეწყო ყელის შეშუპებაც. აბაზანაში შევედი წყალს შევისხამ-თქო და ძლივს მოვასწარი დაძახება - ავყირავდი. აყირავებამდე ვიგრძენი როგორ გაცივდა ორგანიზმი თმის ძირებიდან ტერფმდე. მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავი. ერიდეთ კრაზანებს და იყავით ყურადღებით“, - წერს გაფრინდაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×