რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) 6 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება.

განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ შეფერხება 2008 წლის მოვლენების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

„გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება", - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×