რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) მედიასაშუალების შექმნა შეუძლია ყველას, ვისაც ამის ინტერესი აქვს - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე 2 ტელევიზიის შექმნის დააანონსებასთან დაკავშირებით.

როგორც არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთავრობამ სწორედ ეს საკითხი გაამარტივა.

თალაკვაძე ამბობს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ყველას შეუძლია შექმნას და დაარეგისტრიროს ტელევიზია.

მისივე თქმით, საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე შეკითხვები არ აქვთ უცხოეთში, ვინაიდან ქვეყანაში მედია თავისუფალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×