რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) "ოცნება" რომ უნდა შეიცვალოს, მგონი, ივანიშვილიც ეთანხმება. 2 თვეში 8 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ ფულის მოპარვის გარდა. ამიტომ უნდა წავიდნენ. ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცალოთ" , - ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აკეთებს.

„რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მინდა ჩვენ ხელისუფლების უკან გადადგმული ნაბიჯი მივიყვანოთ ბოლომდე. არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სიტყვად კი არ უნდა დარჩეს, არამედ კონსტიტუციაში აისახოს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისია.

თუ გვინდა გადატრიალებებითა და არეულობით არ შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს არჩევნების გზით, პროპორციული არჩევნების წესი უნდა ჩავწეროთ კანონში.

როდესაც პარლამენტი ხალხის განწყობის მიხედვით დაკომპლექტდება, ქუჩაში არეულობისთვის ადგილი აღარ დარჩება. არავის არ გვინდა გადატრიალება-გადმოტრიალებები, ამიტომ პროპორციული არჩევნები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.

ორ ძალას არ აწყობს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას". სინამდვილეში, ისინი, როგორც რუსები იტყვიან, "ჩაშკა-ლოჟკები" არიან, ერთმანეთს აძლიერებენ" - ამბობს ელისაშვილი „კვირისპალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×