რეზონანსი
06.08.2019

6 აგვისტოს, რამდენიმე საათის განმავლობაში, საბურთალოს და ისნის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის ცნობით, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. კერძოდ, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ დიღომში: აღმაშენებლის, მ.მესხის, თამარ მეფის, გორგასლის ქუჩებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში ქ.წამებულის გამზ. N 68.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×