რეზონანსი
06.08.2019

 სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ - ბიზნესმენი ირაკლი გიორგობიანი ჩვენებაში, დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა - ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია.

თავდასხმა ფულის გამო მოხდა და კრიმინალური გარჩევა თბილისის საბავშვო ბაღების კვების კომპანია „ნილის“ 2-მილიონიან ვალს უკავშირდება.

„ვიმყოფებოდი თბილისი-ავჭალის გასასვლელ ხიდთან, სადაც შევხვდი ჩემს მეგობარს, სანდრო ყულოშვილს, მე და სანდრო ვსაუბრობდით პირად საქმეზე, რა დროსაც, მოულოდნელად ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამომიხსნა მის მხარეს ავტომობილის წინა მარცხენა კარი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, დამიწყო მუშტების დარტყმა თავის მიმართულებით. რაზეც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, წამიერად დავკარგე კიდეც გონება. მე თავი მქონდა დახრილი ქვემოთ, რა დროსაც, მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერი ტკივილი მარცხენა ყურის მიდამოში. მაშინვე წამოვწიე თავი, ვიგრძენი სისხლი მომდიოდა მარცხენა ყურიდან. ასევე შევნიშნე, სახე გასისხლიანებული ჰქონდა გიორგი ნინოშვილს.

მას შემდეგ, რაც გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური, იგი კვლავაც იწევდა ჩემი მიმართულებით, აგრძელებდა მუშტების დარტყმას, თუმცა შევძელი, დავძარი ავტომობილი და დავტოვე იქაურობა,“ - წერია გიორგობიანის ჩვენებაში.

ზაჰესის ხიდთან კრიმინალური თავდასხმის შემდეგ ირაკლი გიორგობიანმა ყური დაკარგა. ძლიერი სისხლდენის გამო, კლინიკაში საკუთრი მანქანით წავიდა. სამედიცინო დახმარება გიორგობიანს „ლანცეტში“ აღმოუჩინეს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×