რეზონანსი
06.08.2019

5 აგ­ვის­ტოს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამინ­დის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­ბით, 6-9 აგ­ვის­ტოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, ძი­რი­თა­დად ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 6-7 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +24, +29, ხოლო 8-9 აგ­ვის­ტოს +27, +32 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

თბი­ლის­ში ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. 5 აგ­ვის­ტოს დღის ბო­ლომ­დე იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +28, +30 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. ამინდის საბოლოო გაუმჯობესება 6 აგვისტოდანაა მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×