რეზონანსი
06.08.2019

 ტელეჟურნალისტი ვახო სანაია მოულოდნელად დაქორწინდა. ამის შესახებ მისი ახლა უკვე ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში წერს.

"სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის "ხმალამოღებულ მებრძოლთან" მალულად რომ იქორწინებს და ამას "ინბოქსში" ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ.

ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით  ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა.. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია.

როგორც "კვირა პლუსს", ანონიმურმა წყარომ აცნობა, სანაიას ახლადშერთული მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი, ერთ-ერთია იმ ქალბატონებისგან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×