რეზონანსი
06.08.2019

 რუსულმა ტელეგრამ-არხმა „Кремлёвский безБашенник“ რუსეთში მოწამლული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიაში გადის მკურნალობის კურსს.

დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასლან ბჟანია, მიმდინარე წლის 16 მაისს მოწამლეს, ის თვითგამოცხადებულ რეპუბლიკაში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ.

ბჟანიას მოწამვლას დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა სოხუმში, აქციების გამო არჩევნების თარიღიც კი გადადო დე-ფაქტო პრეზიდენტმა. ბჟანიასთან ერთად მოიწამლა მისი მძღოლიც, რომელიც, ასევე, მკურნალობს.

მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბჟანიას ფოტო პირველად ქვეყნდება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩენები 25 აგვისტოს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×