რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორა პაატა სალიამ კომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილი, ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა.

„შვებულებაში ვიყავი, ელექტრონულ ფოსტაზე წერილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მივიღე, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის გარკვეული პუნქტები დამირღვევია. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვიცი. თუმცა, პაატა სალიას სასამართლოში აუცილებლად შევხვდები და ვიდავებ ჩემი უფლებებისთვის,",- აცხადებს თამთა მურადაშვილი.

შეგახსენებთ, პაატა სალიას წინააღმდეგ სასამართლოში დავას რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამიაც გეგმავს.

თუმცა, გვარამიას საკონტრაქტო შეთანხმების მიხედვით, მისი თანამდებობრივი დავა ბრიტანულ აბოტრაჟზე გაგრძელდება.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×