რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) გერმანიის ციხიდან გაქცეული, ვაჟა ბურჯანაძის ოჯახმა შვილის გერმანიის ციხიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

ვაჟა ბურჯანაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გერმანიაში წასვლიდან ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რას საქმიანობდა საზღვარგარეთ გაქცეული პატიმარი, ოჯახის წევრებისთვის უცნობია.

მისი თქმით, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიიდან იგებენ.

„ახლა ვუყურე "კურიერს", არ ვიცოდი. წასული იყო და უნდა ჩამოსულიყო მალე, 25 დღეში, აღარ ჩამოვიდა და მოხდა ეს," - ამბობს ვაჟა ბურჯანაძის დედა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×