რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი2"- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი არხის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც მურადაშვილმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, დღეს შეტყობინება მიიღო, რომ შვებულებაზე უარი უთხრეს და კონტრაქტიც შეუწყვიტეს.

„მე შვებულებაში ვიყავი. შეტყობინება მივიღე, რომ პაატა სალიამ უარი თქვა ჩემს შვებულებაზე და ხელშეკრულება შემიწყვიტა. მეტი არაფერი არ ვიცი. უნდა მივიდე დღეს და დეტალები გავარკვიო," - განგვიცხადა მუარადაშვილმა.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×