რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) „კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე "გლობუსას" ყური შპს "ნილის" ვალების გამო მოაჭრეს.

"კურიერმა" მოიპოვა დაზარალებული ბიზნესმენის ფოტო, სადაც ჩანს, რომ კრიმინალური წესებით გარჩევის დროს ბიზნესმენმა ყურის ნახევარი დაკარგა.

დოკუმენტებით კი, რომელიც „კურიერს" ხელში ჩაუვარდა, ამ გარჩევის მიზეზი კომპანია „ნილის" ვალები იყო. საქმე მილიონებს ეხება. „ნილი" ის კომპანიაა, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა, ეტაპობრივად, ვალდებულებები ვეღარ შეასრულა.

თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი მიზერული თანხის გამო, კომპანიამ ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, რის გამოც ბიზნესი, პრაქტიკულად, გაკოტრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×