(რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ On.ge-ს მან თავად უამბო.
მისი თქმით, მან პარასკევს, შვებულებაში გასვლაზე დაწერა განცხადება, თუმცა უარი მიიღო და სანაცვლოდ აცნობეს, რომ არხზე აღარ მუშაობდა.
"საფუძველი არ ვიცი ჯერ. ცოტა ხანში მივალ და გავარკვევ... მითხრეს ხელშეკრულების შეწყვეტაზე ხელის მოსაწერად მივსულიყავი ან ელ. ფოსტით გამომიგზავნიდნენ", - განმარტავს მურადაშვილი და დასძენს, რომ
არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამილა გველესიანმა On.ge-ს უთხრა, რომ მურადაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და მასთან დალაპარაკებას აპირებენ.
არხზე მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია დატოვა იურიდიული სამსახურის უფროსმა, დიტო საძაგლიშვილმა. მის გარდა, რუსთავი უკვე დატოვა პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა. ამასთანავე რუსთავი 2-ზე აღარ გავა ფორმულა კრეატივის პროექტები: ჩემი ცოლის დაქალები, მთავარი ექიმი და სამზარეულოს ომები.