რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუახნის ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

მამაკაცი დილით სადარბაზოში გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მას თავზე დაზიანება აღენიშნება.

„გურიის მოამბის" ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი, გია ფარსადანაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×