რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად ჩანდა მედიის საშულებით, შვილის გარდაცვალების შემდეგ არსად გამოჩენილა.

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 25 მარტს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილის დაკრძალვის დღეს, ლალი ბადურაშვილმა გონება დაკარგა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მსახიობს კიდევ ორჯერ დაუკავრგავს გონება. ის „პრაიმტაიმს" პირველ ინტერვიუს აძლევს და აღნიშნავს, რომ შვილმკვდარი დედისთვის ნუგეში და შეგუება არ არსებობს.

ლალი ბადურაშვილი: - ვარ რა, რა უნდა ვთქვა. ამ ტრაგედიასთან შეგუება არსებობს. ვფიქრობ, სანამ გავძლებ, ვიქნები. სამჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. გონებას ვკარგავ, გვერდში სითხე მიდგება. გულიკო ჩაფიძემ დამაწვინა ცოტა ხანი, თავი მოიკლა, უნდა დაწვეო. ელდარ შენგელაია და მისი მეუღლე ნელი სულ მირეკავდნენ. მათ შვილი ჰყავთ დაღუპული, უკვე დიდი დრო გავიდა და მეუბნებოდნენ, არავინ მოგატყუოს, რომ შვილის სიკვდილთან შეგუება არსებობსო. სხვათა შორის, ნინიმ თავის შვილს ელდარის ელენიკოს საპატივცემულოდ დაარქვა ელენე. ერთად იზრდებოდნენ.

ვერსად გავდივარ, მით უმეტეს - მარტო. კონტაქტიც არ შემიძლია. გადასხმებზე თუ გავალ მხოლოდ. ჯერჯერობით არ გამომდის ფაქტზე შეგუება, სანამ გავძლებ, გავძლებ.

პატრიარქმა დამიბარა. დამლოცა და მონაზვნების წირვას დამასწრო. საღამოობით მის ოთახში ატარებს, სადაც მონაზვნები იკრიბებიან. დავესწარი, დამლოცა...

წარმოიდგინეთ, ერთხელაც არ დამსიზმრებია ერეკლე, არადა, ისე მინდა... ნინის ორმოცი დღის მანძილზე ყოველ დღე ესიზმრებოდა და არბოდა სასაფლაოზე.

ისეთი თანგადაყოლილი ბაბუა იყო, დავცინოდი, ბაბუა კი არა, ბებია ხარ-მეთქი. ელენიკო ჩვენთან რომ მოყავდა, დაბანდა, აჭყუმპალავებდა. თმას დაუწნიდა. ის ეტყოდა, ასე არ მომწონსო, მერე გადაუწნიდა სხვანაირად...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×