რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშები გაიფიცნენ. „ნიუპოსტის" ინფორმაციით, საუბარია ქვიშხეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე. 60 დასაქმებულის პროტესტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

ისინი ითხოვენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა" დღიური ხელფასი თითოეულ მუშას 10 ლარით გაუზარდოს და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას. კერძოდ, მუშები უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემაზეც საუბრობენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ თუ ჩინური კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი გვირაბს გადაკეტავენ და სამუშაოების გაგრძელების საუშუალებას არ მისცემენ იმ მუშებს, რომლებიც კომპანიას ჩინეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი.

ამ წუთებში, საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენლები მუშების მოთხოვნებს დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტს აცნობენ. ქვიშხეთში ელოდებიან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმოამდგენელსაც.

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×