რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა. შემთხვევა მემინგენის იზოლატორში მოხდა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, 37 წლის ვაჟა ბურჯანაძემ გაქცევა, 36 წლის თურქ მამაკაც, გოხან გიუნბეისთან ერთად მოახერხა. ორივე პატიმარი ციხის ეზოში სასეირნოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მათ მოაჯირზე გადაძრომა შეძლეს, ადგილიდან ფეხით მიიმალნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ახლომდებარე რკინიგზის სადგურიდან მატარებლით გაემგზავრნენ.

პოლიცია გაქცეულ პატიმრებს ვერტმფრენებისა და ძაღლების დახმარებით ქვეყნის მასშტაბით ეძებს, თუმცა ამ დროისთვის მათი კვალის მიგნება რთულდება.

ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცები შეიარაღებულები იყვნენ.

გერმანელმა ძალოვანებმა ქართველი და თურქი პატიმრების ფოტოები და აღწერილობაც გამოაქვეყნეს. პოლიცია მათი დანახვის შემთხვევაში მოქალაქეებს თავის შორს დაჭერისა და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკვისკენ მოუწოდებს.

BM.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×