რეზონანსი
05.08.2019

 პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ტრიბუნას “ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“როდესაც კობახიძე რჩება პარლამენტის წევრებთან მოლაპარაკედ, ჩათვალეთ რომ ივანიშვილმა დაკარგა ის ბერკეტი, როცა უჩინრად შეეძლო დეპუტატებისთვის თავისი სურვილი გაეგზავნა და ამის მიმტანი იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ეს წონა ექნებოდა. კობახიძეს ეს წონა არ ჰქონდა რადგან ის კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და აქვე დასძინა, რომ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არც ერთი ჯგუფის წევრი არაა და ის ნეიტრალურია.

“კობახიძე იყო მაბეზღარა. რაც იყო და არ იყო, იმასაც რომ იძახდა. სია მიუტანა ბიძინა ივანიშვილს, ეს 6 კაცი გამაგდებინე და ისეთი სიწყნარე გექნებაო – ექვსიც არის გამოგდებული და ოცდაექვსიც მაგრამ სიწყნარე არ არის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×