რეზონანსი
04.08.2019

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და დავით კეზერაშვილის გააქტიურებაზე საუბრობს.

"ეს კაცი, საქართველოს კანონმდებლობით, ბრალდებულია. მართალია, ფრანგულმა სასამართლომ რაღაც ეპიზოდში გაამართლა, მაგრამ საქართველოდან როგორ არის წასული კეზერაშვილი, ხომ ვიცით?!

ასევე ხომ ვიცით, როგორ გახდა უცებ მილიონერი, თუ მეტი არა?! არადა, ვინ იყო, თავდაცვის მინისტრი, მეტი ხომ არაფერი! როგორ იშოვა ეს მილიონები, როგორ დააგროვა იმხელა ფული, რომ ახლა ტელევიზია გახსნას. თან ვისთან არის, სააკაშვილთან თუ ვისთან?!

 სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის შავმა კატამ რომ გაირბინა, ეს ცნობილია. სააკაშვილმა კეზერაშვილზე რა ილაპარაკა, ესეც ცნობილია. რატომ გააქტიურდა ის ასე უცებ, რა მიზანი აქვს? ერთი სიტყვით, ეს დიდი აბსურდი სწორედაც რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ასეთი ქაოსი ნამეტანია", - განუცხადა "ახალ თაობას" ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×