რეზონანსი
04.08.2019

 (რეზონანსი) ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, 3 აგვისტოს აქციის დროს დაკავებული დემონსტრანტები გაათავისუფლოს, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო მიმართულების დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მაია კოსიანჩიჩმა გააკეთა.

„შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. ევროკავშირი ელოდება 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას", - განაცხადა მაია კოსიანჩიჩმა.

3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ აქციაზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან აქციის ორგანიზატორები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები.

რუსეთის დედაქალაქში არასანქცირებულ, ოპოზიციონერების მხარდამჭერ მანიფესტაციაზე აქტივისტები 27 ივლისს დემონსტრანტების დაკავებას აპროტესტებენ.

რუსეთში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. აქტივისტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×