რეზონანსი
04.08.2019

 (რეზონანსი) 10 აგვისტოს აჭარაში, პეტრას ციხეზე დაგეგმილმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა ადგილმდებარეობა პროტესტის გამო შეიცვალა და ახლა ის ქობულეთის ფიჭვნარში ჩატარდება. ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობისა და სასულიერო პირების პროტესტია.

GR Fest-ის ორგანიზატორების თქმით, მიიღეს 160-მდე პირის ხელმოწერილი განცხადება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ "კაზანტიპის მსგავს" ფესტივალს არ ჩაატარებინებენ და "წმინდა მიწას ამორალური და ანტიმართლმადიდებლური" ქმედებისგან დაიცავენ.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პეტრას ციხეზე ღონისძიების ჩატარებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან წერილობითი თანხმობა ჰქონდათ.

ფესტივალზე დაუკრავენ KAVEl, GIORGI DEVADZE, ORIM, ZAPA, YANAMASTE, Boyd Schidt, NEWA, FABRIZIO LAPIANA. ბილეთი 30-დან 50 ლარამდე ღირს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტორიაზე მხატვრებისთვის ცალკე საგამოფენო სივრცე მოეწყობა. მათი ნამუშევრებს კი 3D პროექტორებით გააცოცხლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×