რეზონანსი
04.08.2019

(რეზონანსი) 37 წლის მერი მოსაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ახლა სხვა საქმითაა დაკავებული. სხვადასხვა ნივთს ახალ დანიშნულებას უძებნის და მერე მათგან სრულიად ახალ, განსხვავებულ, დეკორატიულ ნივთებს აკეთებს. როგორც თავად ამბობს, ეს საქმე ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ოცნება აისრულა და სახლი ააშენა საკუთარი დიზაინით, რომლის მშენებლობაშიც მთლიანად იყო ჩართული.

მერი ძირითადად გატაცებულია სახლის დეკორაციებით, ინტერიერის დეკორით. ზოგადად, დეკორატიული ნივთების შექმნით. ახლა ექსტერიერზეც მუშაობს. ის ბავშვობიდან გატაცებულია ამ საქმიანობით. კერავდა თოჯინებს , ტანსაცმელს და ფეხსცმელიც კი აქვს შეკერილი, ბოლო დროს კი საოცნებო სახლის აშენებით იყო დაკავებული, რომლის აშენებაც 16 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

 „ჩემი პროექტია, იდეაც და შესრულებაც ფაქტობრივად, ფიზიკურად მუშაობაც მომიწია. ჩანაფიქრი კი ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, ვიდრე მიწის მეორე ნახევარს შევიძენდი. ხოლო შემდეგ ჩანაფიქრი რომ გაჩნდა, ვის არ მივმართე, "აწარმოე საქართველოშიც" დავწერე იდეა და არ დამიფინანსეს. თუმცა მაინც ავაშენე კოტეჯი... მანამდე გავიცანი მშენებლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ პროგრამით დაფინანსებას ველოდებოდი. უარი რომ მომივიდა, ვუთხარი და გულითადი ხალხი აღმოჩნდა, განვადება გამიკეთეს. ავტომობილის საყიდელი ფულით ავაშენე კოტეჯი და ნაწილი განვადებით." - აცხადებს მერი მოსაშვილი

წყარო: shin.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×