რეზონანსი
04.08.2019

 (რეზონანსი) ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

"დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიხარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელს და მენებელსაცხებელ დედათა შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი",-ბრძანა პატრიარქმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×